03 მაისი 2024,   08:50
ვრცლად
ფასების შეკავების მექანიზმი შეეხება: ბრინჯს, მაკარონს, მზესუმზირის ზეთს, ფქვილს, შაქარს, ხორბალს, რძის ფხვნილს, წიწიბურას და ლობიოს

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 9 პროდუქტზე ფასების შემაკავებელი გადაწყვეტილება დღის ბოლომდე ამოქმედდება. 

მინისტრის თქმით, ფასების შეკავების მექანიზმი შემდეგ 9 პროდუქტს შეეხება: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი და ამას გუშინ სამუშაო რეჟიმში დაემატა 2 სასურსათო პროდუქტი: წიწიბურა და ლობიო.

"ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, რომ ვმუშაობდით საგანგებო მექანიზმზე, რომლითაც ძირითად სასურსათო პროდუქტებზე გავაკონტროლებდით ფასებს იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის ფასების ზრდა არ მოხდეს. ეს არის 9 მნიშვნელოვანი პროდუქტი.

ეს არის ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი და ამას გუშინ სამუშაო რეჟიმში დაემატა 2 სასურსათო პროდუქტი: წიწიბურა და ლობიო.

ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, მსხვილ დისტრიბუტორებს, შევაჯერეთ ბიზნესთან ეს პოზიციები.

კონკრეტული გაცვლითი კურსიდან ჩვენ კომპენსაციის სახით შეგვიძლია ავუნაზღაუროთ ამ მსხვილ მომწოდებლებს იმისთვის, რომ მათ კონკრეტული ფასი შეინარჩუნონ ამ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები