07 მაისი 2024,   00:44
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, სამი პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ ამერიკიდან დაბრუნებული ერთი ოჯახის წევრები არიან

"კურიერის" ინფორმაციით, სამი პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ერთი ოჯახის წევრები არიან. ცოლ-ქმარი შვილთან ერთად, ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს გადაიყვანეს. ისინი საქართველოში ამერიკიდან ჩამოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 43-ს შეადგენს.

დღის ამბები