27 აპრილი 2024,   06:42
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა - საკანონდებლო ორგანოში დეპუტატები კენჭისყრისთვის ემზადებიან

რამდენიმე წუთში საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდება. საკანონდებლო ორგანოში დეპუტატები კენჭისყრისთვის ემზადებიან. სიტყვით უკვე გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი. სხდომას უმრავლესობა და ოპოზიცია სრული შემადგენლობით ესწრება. პარლამენტი ამტკიცებს შეზღუდვებს, რომელიც უკვე ხელმოწერილია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის მიერ.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდა საჭირო. 

"ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ ეტაპზე, როდესაც რეკომენდაციების გაცემა არ არის საკმარისი და არ გვაქვს ფუფუნება იმისათვის, რომ ვიყოთ მხოლოდ დამოკიდებული მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, ამიტომ, მივმართეთ შუამდგომლობით პრეზიდენტს, რომ გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთი თვის ვადით," - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეფექტურად და დროულად  განხორციელდება ყველა ის ღონისძიება, რომელსაც საქართველოს მთავრობა საჭიროდ ჩათვლის იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შემცირება და პრევენცია.

"მინდა მოგახსენოთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ის მიზეზები, თუ რატომ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ შუამდგომლობით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ, პირველივე წუთებიდან ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად  განახორციელა პრევენციული ღონისძიებები. პირველად 2020 წლის 28 იანვარს უკვე შედგენილ იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც შესაბამის უწყებებს დაევალათ კონკრეტული ქმედებების განხორციელება. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ - 2020 წლის თებერვალს დაფიქსირდა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა. აგრეთვე, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა არაერთი პრევენციული ღონისძიება - გადაიდო სწავლის პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე  მოხდა საგაზაფხულო გაწვევების გადავადება 2020 წლის 13 აპრილამდე. ასევე, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს მთავრობა გასცემდა რეკომენდაციებს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებდა, განეხორციელებინათ და შეესრულებინათ გარკვეული ქმედებები," - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

დღის ამბები