06 მაისი 2024,   09:11
ვრცლად
გარდაიცვალა იტალიელი მღვდელი, რომელმაც რესპირატორი მისთვის უცნობ ადამიანს დაუთმო

იტალიელი მღვდელი, რომელმაც საკუთარი რესპირატორი მისთვის უცნობ ახალგაზრდა ინფიცირებულს დაუთმო, გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

72 წლის მამა ჯუზეპე ბერარდელი ბერგამოში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კორონავირუსს იტალიაში სულ მცირე 50 სასულიერო პირი ემსხვერპლა.

ჯუზეპე ბერარდელი გასულ კვირას გარდაიცვალა. საავადმყოფოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან უარი თქვა რესპირატორზე, რომელიც მრევლმა მისთვის შეიძინა და არჩია, მიეცათ ახალგაზრდა პაციენტისთვის.

როდესაც გარდაცვლილი მღვდელი ქუჩაში გამოასვენეს, ქალაქის მცხოვრებლებმა ის საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გააცილეს.

დაკრძალვის ცერემონიალი არ გამართულა.

 

დღის ამბები