27 აპრილი 2024,   03:39
ვრცლად
ტელესკოლა - კორონავირუსის საფრთხის გამო განათლების სამინისტრო დისტანციური სწავლების ახალ ფორმატს იწყებს

კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული საგანგებო ზომების გამო არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდეს. ამიტომ, განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა. განათლების სამინისტროსა და  საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობის შედეგად 30 მარტიდან უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.

"ტელესკოლა" დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს "ტელესკოლის" ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.

ახალი პროექტი 15 წუთიან ვიდეოგაკვეთილებს ითვალისწინებს, რომელიც ყველა საგანს მოიცავს და ყველა მოსწავლეზე იქნება გათვლილი, მათ შორის, აბიტურიენტებზეც.  პროექტი "ტელესკოლა" აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის გაუწევს რეკომენდაციას.

ის, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს ინტერნეტთან პრობლემა განათლების მიღებაში უშლის ხელს, ცნობილია პრემიერ-მინისტრისთვისაც. გიორგი გახარიას დღეს მიმართვა ჰქონდა ინტერნეტპროვაიდერებთანაც. თუმცა მათ, ვისთვისაც ინტერნეტს კლასში ყოფნის პრობლემა არ შეუქმნია, შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ ტელევიზორში ურჩევიათ გაკვეთილი თუ კომპიუტერში.

დღის ამბები