27 აპრილი 2024,   07:00
ვრცლად
ქუთაისში მამაკაცმა და სახლში ჩაკეტა და გასვლის ნებას არ აძლევდა - სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს

ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცს დისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ქუთაისში, საკუთარ ბინაში, დას ბინის დატოვების უფლებას 4 დღის განმავლობაში არ აძლევდა.

გამოძიება ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს და 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, საკუთარ ბინაში, 4 დღის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ამავე ბინაში მცხოვრებ დას - 1980 წელს დაბადებულ შ.ჭ.-ს და სახლიდან გასვლის ნებას არ აძლევდა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ადგილზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დღის ამბები