26 აპრილი 2024,   23:37
ვრცლად
ალგორითმი მზად არის, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება თუ რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფზე იქნება გამოყენებული - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხვალ დამტკიცდება ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში იქნება გამოყენებული.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ახალი ალგორითმის საკითხზე დღეს საბოლოო საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება. საზოგადოებისთვის დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.

"ახალი ალგორითმი მზად არის. დღეს იგეგმება საბოლოო საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც ლაბორატორიისა და კლინიკების ექსპერტების ჯგუფი კიდევ ერთხელ გაივლის ყველა დეტალს და შევთანხმდებით.

ხვალიდან უკვე ალგორითმი მიიღებს ფორმალურ სახეს, მინისტრის ბრძანებით იქნება დამტკიცებული. იქ დეტალურადაა განსაზღვრული რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში და რა ეტაპზე უნდა იქნას გამოყენებული. ამდენად ეს დეტალებიც უკვე ხვალ ჩვენ შეგვიძლია, გავუზიაროთ საზოგადოებას," - განმარტა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები