27 აპრილი 2024,   07:32
ვრცლად
ზუგდიდში, ოკუპირებული აფხაზეთიდან 7 ადამიანი გადმოიყვანეს - ყველა მათგანი საკარანტინე ზონაში მოათავსეს  

ზუგდიდში, ოკუპირებული აფხაზეთიდან 7 ადამიანი გადმოიყვანეს. ისინი საკარანტინე ზონაში არიან მოთავსებულნი. მოქალაქეები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდნენ.   

აღნიშნული 7 პირი იმ ქალის კონტაქტებს წარმოადგენენ, რომელიც კორონავირუსის  დიაგნოზით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სამკურნალოდ ოკუოირებული ტერიტორიიდან გადმოიყვანეს, მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. გარდა ამისა, ოკუპირებული სოხუმის საავადმყოფოშია მოთავსებული მასთან ერთად მოგზაურობაში მყოფი პირი, რომელსაც ასევე ახალი კორონავირუსის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება. 

ასევე ცნობილია, რომ ერთმა პირმა ქართულ მხარეს დახმარების თხოვნით მიმართა. ის ტემპერატურის ნიშნებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე მოათავსეს. მისი ანალიზები კი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

"7 კონტაქტი არის იმ ქალბატონის კონტაქტი, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი. წარმოადგენენ მაღალი რისკის შემთხვევას და განთავსებული არიან კარანტინში,“- ამბობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია. 

ამ მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 7 პაციენტია მოთავსებული. კლინიკაში covid-19-ით დაინფიცირებული ორი ადამიანი მკურნალობს.

კლინიკაში მოთავსებულია ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ოჯახიც. 2 მცირეწლოვან ბავშვს ბოქსირებულ განყოფილებაში მშობლებთან ერთად აკვირდებიან. მათ სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

დღის ამბები