03 ივნისი 2020,   21:24
ვრცლად
97%-ში უნდა დასრულებულიყო ლეტალობით - ლევან რატიანის თქმით, ყველაზე მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით​, პაციენტი რომელიც მათ კლინიკაში ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, კორონავირუსისგან განიკურნა და ის უკვე ბინაზე ეწერება. რატიანმა ეს ქართული მედიცინის გამარჯვებად შეაფასა და კლინიკის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა:

"ამ ეტაპზე კლინიკაში 83 პაციენტი წევს 19 ინფიცირებულია აქედან, დანარჩენები იმყოფებიან სატესტო რეჟიმში. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც იწვა ჩვენს კლინიკაში დღეს ეწერება ბინაზე. ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ის COVID-19 ის გარეშე, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან. ესა რა თქმა უნდა ამ კლინიკის ყველა მედპერსონალის დამსახურებაა. 97%-ში ეს პაციენტი უნდა დასრულებულიყო ლეტალობით, მაგრამ გადარჩა,"- განაცხადა ლევან რატიანმა.

 

დღის ამბები