27 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
ვის აქვს უფლება იმუშაოს კარანტინის რეჟიმში და ვის არა - საქართველოს მთავრობა განმარტებებს აქვეყნებს

ვის აქვს უფლება იმუშაოს კარანტინის რეჟიმში და ვის არა - მთავრობა აქვეყნებს განმარტებებს იმის შესახებ, როგორ იმუშავებს ბიზნესი ამ პერიოდში.

იმისათვის, რომ მოსახლეობა იყოს ინფორმირებული და ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია- "კურიერი" წესებს გაგაცნობთ. 

1. დღის განმავლობაში დისტრიბუცია შეზღუდული არ არის.

2. კომენდანტის საათებში, ანუ, საღამოს 9-იდან დილის 6-მდე, დისტრიბუციის თანამშრომლების მოძრაობისათვის საჭიროა სპეციალური საშვი. დედაქალაქში მოქმედმა კერძო კომპანიებმა ამ საშვის მისაღებად უნდა მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიაწოდონ ინფორმაცია: მანქანის ნომერი, თანამშრომლის სახელი და გვარი და პირადი ნომერი.

3. რეგიონებში არსებულმა ბიზნეს კომპანიებმა საშვის მისაღებად უნდა მიმართონ გუბერნატორთან არსებულ რეგიონულ შტაბს.

4. ასეთი კომპანიის თანამშრომელთა გადაადგილებისას, ემ-2-ის ტიპის სატრანსპორტო საშუალებებში, ანუ ეგრეთწოდებულ სამარშრუტო ტაქსებში, რომელიც სრულად შეესაბამება ამ კატეგორიას, ნებადართულია 16 ადამიანის ყოფნა, რეკომენდაციების დაცვით.

5. დანარჩენი რეგულაციები თითქმის იგივეა, რაც ყველასთვის, მსუბუქ ავტომობილში არ უნდა იჯდეს 3 ადამიანზე მეტი მძღოლის ჩათვლით და ორი მგზავრი უკანა სავარძლებში.

4. ძირითად ქალაქებთან არსებულ ბლოკ საგუშაგოებზე მათ მოუწევთ თერმოსკრინინგის გავლა

რაც შეეხება კომენდანტის საათს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომენდანტს საათის დროს, ანუ საღამოს 21 საათიდან დილის 6-მდე, მუშაობს შემდეგი ობიექტები

1. პურის და ფქვილის წარმოება და დისტრიბუცია

2. ასევე ღამის საათებში გადაადგილებისას საშვი გაიცემა ფერმების, და

3. რძის გადამამუშავებელი საწარმოებისა და დისტრიბუციის პერსონალისთვის

ყველა სხვა სურსათის მწარმოებელი და დისტრიბუტორი მუშაობას წყვეტს 20;00 საათზე. მათ საქმიანობის დაწყების უფლება დილის 6 საათიდან აქვთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოქალაქეებს და კომპანიების წარმომადგენლებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე ნორმით: 2-72-22-22 და მთავრობის მიერ ამოქმედებულ ცხელ ხაზზე ნომრით - 144. 

დღის ამბები