27 აპრილი 2024,   04:29
ვრცლად
შესაძლოა ბათუმში პირველი პაციენტი კლინიკიდან გაეწეროს

შესაძლოა ბათუმში პირველი პაციენტი კლინიკიდან გაეწეროს - პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია, დღეს მას მეორე ტესტსაც ჩაუტარებენ და იგივე შედეგის შემთხვევაში ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებიდან გაეწერება.

კლინიკაში ამ ეტაპზე 8 ინფიცირებულია.

მედიკოსების განცხადებით, კვლავ მძიმეა 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა, ის მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა სტაბილურია ვითარება და მას დამატებით გართულებები არ აღენიშნება.

სტაბილურია მედდის მდგომარეობაც, რომელიც პაციენტთან ურთიერთობის შედეგად დაინფიცირდა.

კლინიკა "მედალფა"-ში მყოფ 4 ინფიცირებულს პნევმონია აქვს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნევა, დანარჩენი ორი პირის შემთხვევაში კი ვირუსი უსიმპტომდ მიმდინარეობს.

აჭარაში 15-მდე საკარანტინო სივრცეა, სადაც სულ 2000-მდე პირია მოთავსებული.

დღის ამბები