26 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობებისთვის 100 000 ფლაერი და პოსტერი დარიგდება

ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინის წესებისა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალა დარიგდება. რეკომენდაციები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეა.

საინფორმაცია ბუკლეტები ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გადასცა. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ყველა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ინფორმირება.

"აქტუალურია ის, რომ საინფორმაციო კამპანია ეთნიკური უმცირესობებისთვის მათ მშობლიურ ენაზე ვაწარმოოთ, ამ მიმართულებით კი მჭიდრო და საქმიანი კომუნიკაცია ჩამოგვიყალიბდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, მათგან ორ ენაზე - აზერბაიჯანულსა და სომხურად მივიღეთ 1000 ათასი ეგზემპლარი თვალსაჩინოება, რომელსაც ყველა მუნიციპალიტეტში გავანაწილეთ," - განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ საზოგადოების ინფორმირებულობა, ვირუსის პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა. 

"31 მარტიდან რეგულაციები გამკაცრდა, სწორედ ამ პირობებსა და წესებზე მივაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ ეს გაითვალისწინოს. სწორედ ეს ერის ერთ-ერთი საშუალება ვირუსის პრევენციისათვის," - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური.

დღის ამბები