27 აპრილი 2024,   01:04
ვრცლად
კორონავირუსის გავლენა ორსულობაზე, გადადის, თუ არა ინფექცია დედის რძით - "დღის კურიერის" კითხვებს ექიმმა-რეპროდუქტოლოგმა უპასუხა

ექიმმა-რეპროდუქტოლოგმა გიორგი კავკასიძემ ორსულებსა და ბავშვებში კორონავირუსის გავრცელებისა და დაავადების მიმდინარეობის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

ექიმის თქმით, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, ერთი ის რომ ორსულები სხვებთან შედარებით უფრო ხშირად არ ინფიცირდებიან და არ დასტურდება მოსაზრება მათი უფრო ადვილად დაინფიცირების შესახებ. მეორე ის, რომ დაავადება არ იწვევს ნაყოფის დაინფიცირებას. მესამე - დედის რძეში არ ხვდება ვირუსი. გიორგი კავკასიძის თქმით, მნიშვნელოვანია რომ ორსულებმა დაიცვან ის ზოგადი რეკომენდაციები, რომელიც ამ დაავადების პრევენციის მიზნით არსებობს.

დღის ამბები