27 აპრილი 2024,   06:12
ვრცლად
COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტი შესაბამისი წესებით, 72 საათამდე უნდა დაიკრძალოს, არ უნდა იყოს მისამძიმრება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე და ინფექციით გარდაცვალების პირველ შემთხვევაზე ისაუბრა:

"საქართველოში გვაქვს 157 დადასტურებული შემთხვევა,  ეს გახლავთ იმ 2762 შესაძლო შემთხვევიდან რომლებიც საჭიროებდნენ ღრმა კვლევებს. გატესტილია 2912 ნიმუში. გუშინდელიდან დღევანდელ დილამდე არის 9 შემთხვევით ზრდა. გვყავს 28 გამოჯანმრთელებული. დღეს დილით დადასტურდა გარდაცვალების შემთხვევა კორონავირუსის ინფექციასთან ასოცირებული დაავადებით 79 წლის ქალი,  რომელიც შევიდა კლინიკაში 31 მარტს და გარდაცვალება დაფიქსირდა დღს დილით ძირითადი დიაგნოზი COVID-19, მწვავე პნევმონია, გართულებები და თანმხლები დაავადებები.

ეს პაციენტი მიეკუთვნება კლასტერს, რომელიც შიდა კლასიფიკაციაში მოხსენიებულია ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის სახელით, სადაც არის 5 დადასტურებული შემთხვევა. კონტაქტირებულია ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან და ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ ამ სოფელში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო ამ ქალს, რომელიც არის პირველი ინფიცირებულის ნათესავი, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ დაკრძალვის შესაბამის პროცედურებზეც ისაუბრა:

"შესაბამისი წესების მიხედვით და პროცედურების მიხედვით დაიკრძალება. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის მიერ 25 მარტს გამოცემული ბრძანების შესაბამისად."- განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, გვამი განთავსდება სპეციალურ ჩანთაში და უკეთდება სპეციალური ნიშანი.

"სასურველია და აუცილებელია, რომ გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე და არ იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი მისამძიმრებები, პანაშვიდები და სარიტუალო სუფრები,"- განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები