02 ივნისი 2020,   23:57
ვრცლად
თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილი დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტის  სოფელ კონდოლში  მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა   თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე დაახლოებით 1საათის წინ მოხდა. თვითმხილველების   ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. შედეგად მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. 
ავარიის დროს  მსუბუქად დაშავდა მანქანის მძღოლი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან როგორც სახანძარო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები , ასევე სამართალდაცავები.  საქმეზე დაიწყო გამოძიება.

დღის ამბები