26 აპრილი 2024,   08:38
ვრცლად
საჩხერის მერის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერის მერის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა თავად დაადასტურა.

მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ, პაციენტისგან გადაედო. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება.

მერის ცოლს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი ჰქონდა, რის გამოც ანალიზები აუღეს. მერის ინფორმაციით, ისინი ახლა იზოლაციაში იმყოფებიან. ასევე ადასტურებს, რომ მას კონტაქტი ჰქონდა მოქალაქეებთან, თუმცა რეკომენდაციებს იცავდა.

დღის ამბები