27 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
სინოდი ვერ შეიკრიბება, ალბათ პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებებს - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის განცხადებით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით სინოდი ვერ შეიკრიბება. ეკლესიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას კი,მისი თქმით, საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქი აცნობებს.

"ამ წუთას რა მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ არ მიმდინარეობს პატრიარქსა და მთავრობას შორის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი ალბათ, ვისაც შეუძლია ეს პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ამცნოს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება, ეს იქნება კათოლიკოს-პატრიარქი, რადგან, ორი კაცი შეიკრიბება თუ ათი კაცი, მღვდელმთავრები, ეს არ იქნება მთლიანად ეკლესიის ხმა და არ იქნება საერთო სულისკვეთების გამომხატველი.

აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა, რომ საგანგებო ვითარებაა, ასე ვთქვათ ფორსმაჟორი არის, როგორც იტყვიან, სინოდი ვერ შეიკრიბება, თუნდაც იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაზეც საუბარია. ალბათ კათოლიკოს-პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში მრევლს ტაძარში მისვლის შესაძლებლობა ექნება.

დღის ამბები