27 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში პაციენტები თბილისის ზღის ჰოსპიტალიდან სხვაგან გადამისამართდებიან

81 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიღუპა, თავდაპირველად თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მკურნალობდა.

კლინიკის ხელმძღვანელის თეა ახალაძის თქმით, 81 წლის პაციენტი მათ კლინიკაში პირველ აპრილს შეიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად მძიმე იყო. 

მისი განმარტებით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალი არის ცხელების ცენტრი, სადაც საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები შეჰყავთ. როდესაც დადასტურდება "კოვიდ - 19"-ის დიაგნოზი, პაციენტებს გადაამისამართებენ იმ კლინიკებში, სადაც ვირუსს მკურნალობენ. 

"გუშინ ლუგარის ლაბორატორიის მიერ 23 ანალიზი იყო აღებული. აქედან 6 შემთხვევა დადასტურდა როგორც კორონას შემთხვევა. 1 შემთხვევაზე კვლავ მიმდინარეობს კვლევა. კორონას დადასტურებული შემთხვევების გადამისამართება ახლა მიმდინარეობს სხვა კლინიკებში.

დღეს ჩვენ ველოდებით ლუგარის ლაბორატორიიდან, მოვლენ თანამშრომლები, გამზადებული გვაქვს სია, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ კვლევა," - განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა ახალაძემ.

 

 

დღის ამბები