27 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდა კავშირი, ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა

ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტი ჰქონდა, ვირუსის სიმპტომები დაეწყო.

მამაკაცი უკვე გადაყვანილია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. მას ანალიზები აუღეს და ახლა პასუხებს ელოდებიან. ამავე კლინიკაშია კიდევ ერთი პირი, რომელსაც მკლავჭიდელთან შეხება ჰქონდა.

საერთო ჯამში, ეპიდემიოლოგებმა 54 ადამიანი იპოვეს, რომელთაც სპორტსმენი ბოლო დღეების განმავლობაში 4 ქალაქში და სხვადასხვა ვითარებაში შეხვდა.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ ინფექციონისტები მუშაობენ, რათა მკლავჭიდელის კლასტერი სრულად იყოს გამოკვლეული.

"გამოვლენილია 54 პიროვნება მათ შორის 23 კარანტინშია. დანარჩენზე გაიცა რეკომენდაცია, რომ თვითიზოლაციაში იყვნენ. ვმუშაობთ, რომ კლასტერი სრულად იყოს გამოკვლეული,"- განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

დღის ამბები