27 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
ევროპაში COVID-19-ის შემთხვევები მატულობს - ბოლო 24 საათში საფრანგეთში გარდაცვალების 833 შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი ისევ მატულობს. ბოლო 24 საათში საფრანგეთში გარდაცვალების 833 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 636-ით მოიმატა დაღუპულთა რაოდენობამ იტალიაში. ქვეყანაში ინფიცირების 3,600-მდე ახალი ფაქტი გამოვლინდა. აქ COVID-19-ით თითქმის 136 ათასი ადამიანია ინფიცირებული.

ესპანეთში კი, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 700 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული თითქმის 137 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული.

"სამწუხაროდ ფატალური შემთხვევების რაოდენობა 10 პროცენტით გაიზარდა. დღეს ყველა ფრანგი ამაყობს, რომ ქვეყანაში ასეთი სამედიცინო პერსონალი გვყავს. მე აღფრთოვანებული ვარ მათი თავდაუზოგავი შრომით," - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიერ ვერანმა

დღის ამბები