27 აპრილი 2024,   00:58
ვრცლად
ონლაინ სწავლება ხორციელდება და აკადემიური წლის გამოცხადებას კატეგორიულად არ ვეთანხმები - გია მურღულია

15-16 წუთი გრძელდება ჩვენი გაკვეთილი, ეს არის პრინციპულად ახალი გამოწვევა, - ამის შესახებ ტელესკოლის მონაწილე მასწავლებელმა გია მურღულიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მურღულიამ აღნიშნა, ტელეგაკვეთილები და დისტანციური სწავლება მალე დაიხვეწება, რაც მეტ შესაძლებლობას მისცემს საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას

"განვითარებას, სწავლებას საზღვარი არ აქვს. შესაძლოა განსხვავებულ ფორმატებში გააკეთოს ადამიანმა ეს საქმე. ამ ფორმატებს საკუთარი სპეციფიკა ახასიათებს, თუმცა საბოლოოდ, ეს საქმე თავისი არსით ერთია. მოგეხსენებათ, რომ ამ გაკეთილების ჩაატრება ძალიან სწრაფად მოხერხდა, უპრეცედენტოდ მცირე დროში. დავინახეთ, რომ სხვადასხვა სფეროში ჩვენ მართლაც გვყავს პროფესიონალთა გუნდი. 

15-16 წუთი გრძელდება ჩვენი გაკვეთილი, ეს არის პრინციპულად ახალი გამოწვევა. უნდა მოვასწროთ ლაკონური ახსნა, არსებითის განსაზღვრა, რადგან მათ გარეშე გაკვეთილი არ იქნება სრულფასოვანი. უნდა მოვასწროთ კითხვების დასმა, რომელიც ბავშვებს დაეხმარება გაიზრონ ეს ტექსტი. რასაკვირველია ეს ყველაფერი ითხოვს ძალიან კონკრეტულ და სწრაფ აზორვნებას მასწავლებლისგან. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ასე მცირე დროში ყველა დეტალს ვერ შეეხები.
მე ახლა საუბარს რომ მოვრჩები უნდა წავიდე და ჩავწერო ერთი მსხვილი რომანის გაკვეთილი და რანაირად შეიძლება ეს 15 წუთში მოხერხდეს, ახლაც ვფიქრობ ამაზე. ასეთი გაკვეთილები არ არის სრულფასოვნებას რომ შეგაგრძნობინებს ასეთი მომენტი, რადგან როდესაც ხედავ ბავშვს, იქვე შეგიძლია კითხო, კითხვა დაუსვა, შეგიძლია დისკუსია მოაწყო. ამ შემთხვევაშიც არის ეს შესაძლებელი, თუმცა მანამდე უნდა დაიხვეწოს ეს ფორმატი," - განაცხადა გია მურულიამ.

გია მურღულიასთვის გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება გამოცხადდეს მიმდინარე სემესტრი აკადემიურ წლად.

"დისტანციური სწავლების მეთოდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვერ ხერხდება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა უშუალოდ ვეკონტაქტოთ ჩვენ მოსწავლეებს
კატეგორიულად არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ შეიძლება შეწყდეს ეს სემესტრი. ეროვნული სასწავლო გეგმა ჩვენ საკმაოდ მოქნილი გვაქვს იმისათვის, რომ ის ნაკლოვანებები, რაც შეიძლება შემოგვრჩეს გამოვასწოროთ ახალ სასწავლო წელს. ონალინ სწავლება არის დღის წესრიგში და ხორციელდება. რატომ ვაკეთებთ ჩვენ ამას, თუ უნდა გამოვაცხადოთ აკადემიური შვებულება?! ერთი წლის დაკარგვა ამ ბავშებისათვის ძალიან დიდი პრობლემა არის," - გაანცხადა მურღულიამ.

გარდა ამისა, გია მურღულიამ ასევე საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვიკენ მოუწოდა.

"მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ რაციონალური შეგონენები და მოთხოვნები პროფესიონალებისგან. ყველა საქმეს თავისი განზომილება აქვს, ბუნებრივია ადამიანებმა ეს უნდა გაითვალისწინონ, თუ სურთ, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ და ჰარმონიულად. შემდგომში რამე პრობლემა რომ გაჩნდეს, ბოდიშის მოხდა დაგვიანებული იქნება," - განაცხადა გია მურღულიამ.

დღის ამბები