27 აპრილი 2024,   05:28
ვრცლად
მკლავჭიდელი გიორგი ღვინჯილია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახლო კონტაქტი მხოლოდ ექვს ადამიანთან ჰქონდა

საეჭვო სიმპტომების მქონე ორსული ქალბატონი,რომელიც  მკლავჭიდელის მეგობრის და აღმოჩნდა, გადაყვანილია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ორსულ ქალბატონთან ერთად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის მამაკაციც არის გადაყვანილი. ორივე შემთხვევაში გამოვლენილია საეჭვო სიმპტომები, თუმცა ინფექციონისტები წინასწარი დასკვნებისგან თავს იკავებენ და ლუგარის ლაბორატორიის პასუხს ელოდებიან.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ინფექციონისტი ლალი დარახველიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის ინფექციურში ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს საეჭვო სიმპტომებით. აქედან, ერთ-ერთი მკლავჭიდელის კლასტერიდან ორსული ქალბატონია.

"ორი ახალი პაციენტი შემოგვემატა საკარანტინე სივრციდან, ერთი შუახნის მამაკაცი და დღეს უკვე ორსული ქალბატონი. ჩივილები ერთნაირია ყელის ტკივილი სიცხე. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა ორივესი სტაბილურია და ანალიზები გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში,"- განაცხადა ლალი დარახველიძემ.

მკლავჭიდელი გიორგი ღვინჯილიას ერთ-ერთი ახლობელი მარიამ მამულაშვილი აცხადებს, რომ სპორტსმენი მათთან სულ რამოდენიმე წუთით იყო.

"იყო ჩვენთან გიორგი რამოდენიმე წუთით და წავიდა, როგორც კი თავი ცუდად იგრძნო, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სასწრაფოს თავი ძალით გადააყვანინა, როდესაც დაუდასტურდა მაშინვე მოხდა ჩვენი იზოლაცია. დავრეკეთ ჯანდაცვაშიც და სასწრაფოშიც ყველა ჩავაყენე საქმის კურსში, რომ ის 15 წუთი ჩვენ გვქონდა სპორტსმენთან კონტაქტი. მერე გადაიყვანეს მისი ძმა, თუმცა პასუხი მოგვივიდა უარყოფითი ღვთისწყალობით,"- განაცხადა მარიამ მამულაშვილმა.

მისი თქმით, ექვსივე შემოწმებულია და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

"ჩემს ძმას "კოვიდ 19" არ დაუდასტურდა, რაც შეეხება ორსულ ქალბატონს, მქონდა შეხება. ის არის ჩემი მეგობრის და და გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში. ვლოცულობ, რომ არაფერი დაუდგინდეს და ყველაფრის საქმის კურსში ვარ,"- განაცხადა გიორგი ღვინჯილიამ.

დღის ამბები