27 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
ფოთის ცხელების ცენტრში მწვავე რესპირატორიული სიმპტომებით 4 პაციენტია მოთავსებული

გუშინ გვიან ღამით, ფოთის ჰოსპიტალში კიდევ 2 პაციენტი შეიყვანეს. ამჟამად ფოთის ცხელების ცენტის ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 4 პაციენტი იმყოფება. მედიკოსების თქმით, ოთხივეს მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ერთ-ერთი პაციენტი არის გალიდან, დანარჩენი სამი კი ქობულეთიდან. ცხელება ოთხივეს აღენიშნება, მიმდინარეობს კვლევები.

"ამჟამად ფოთის ცხელების ცენტრში, იმყოფება 4 პაციენტი მწვავე რესპირატორიული სიმპტომებით. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოთხივე პაციენტი მოთავსებულია იზოლირებულად ბოქსებში. მათზე მიმდინარეობს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. მოვლენ ეპიდემიოლოგები და გადაწყდება ტესტირება,"- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

დღის ამბები