27 აპრილი 2024,   00:46
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პაციენტს აკვირდებიან, 2-ს დადასტურებული COVID-19 აქვს

50 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აქედან ორს უკვე დადასტურებული აქვს COVID-19.  მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 2 პაციენტი კი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მედიკოსების ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.

"დაკვირვების ქვეშ რჩება 50 პაციენტი აქედან კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა ინფექციის არსებობა, ანუ 2 გვყავს სულ, ორივეს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, არცერთს არ სჭირდება მართვითი სუნთქვა, ორივე იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, უტარდება მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით," - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე.

დღის ამბები