27 აპრილი 2024,   04:10
ვრცლად
შეიძლება მივიღოთ გადაწვეტილება ქვეყნის მასშტაბით ზომების გამკაცრებაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში - პრემიერი

შეიძლება მივიღოთ გადაწვეტილება ქვეყნის მასშტაბით ზომების გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ლენტეხში საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრებასთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას საბოლოო ტესტირებების შედეგების მიღების შესაბამისად მიიღებს.

"ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოო ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. თუმცა, უკვე ისიც უნდა შევამჩნიოთ, რომ ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება. ეს გასათვალისწინებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში იმიტომ, რომ ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული და ბოლნისი, ახლა ლენტეხი გაჩნდა, ასევე რამდენიმე შემთხვევაა სამეგრელოში, ბათუმში. ვნახოთ, რა შედეგები გვექნება დღის ბოლოსთვის," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები