27 აპრილი 2024,   07:02
ვრცლად
ეპიდემიოლოგების მიერ ვანში აღებული ნიმუშები იმერეთის სამხარეო ლაბორატორიაში გადაიგზავნა

ლუგარის ლაბორატორიის სპეციალისტებმა ვანში ნიმუში აუღეს იმ ქალის კონტაქტებს, რომელიც ე.წ ვანის კლასტერის მთავარი წყაროა. ნიმუშები უკვე გადაგზავნილია იმერეთის სამხარეო ლაბორატორიაში.

მეორე დღეა ვანის მოსახლეობა გამკაცრებულ კონტროლში ცხოვრობს. დასახლებასთან დამაკავშირებელ გზებს შსს-სა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები აკონტროლებენ.

ცოტა ხნის წინ, ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვლდამირ ჩაჩიბაია.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის განცხადებით კი, შესწავლილი იქნება ყველა ის კონტაქტი, ვისაც რაიმე ტიპის სიმპტომი აქვს და ამის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება. 

"ვატარებთ ეპიდ-კვლევას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დადასტურდა. ჩვენ წინასწარ გაწერილი გეგმა გვაქვს, ეს არის მათ შორის შესაბამისი ლაბორატორიული ნიმუშების განხორციელება. ყველა კონტაქტი უნდა შევისწავლოთ და ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე ტიპის სიმპტომი აქვს და თვითიზოლაციაში იმყოფება შესწავლილი იქნება,"- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ

დღის ამბები