26 აპრილი 2024,   22:37
ვრცლად
ვანის კლასტერის გამო სოფელ საზანოში ათი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში ათი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება. 50-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში ვანის კლასტერის გამო მოექცა. არსებული ინფორმაციით, ვანში მცხოვრები ინფიცირებული ქალის სიძე, რომელსაც თავადაც დაუდასტურდა კორონავირუსი, თერჯოლაში იმყოფებოდა. მას შეხება ჰქონდა მეზობლებთან, რის გამოც, ისინი  თვითიზოლაციაში მოექცნენ და მათზე დაკვირვება მიდის. ანალიზი აუღეს ვანში ინფიცირებულების ოჯახის წევრებს, მათ პირველადი ანალიზით კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა მოხდა განმეორებითი ანალიზის აღებდა, რომლითაც გაირკვევა, აღნიშნულ პირებს, ხომ არ ქონდათ ვირუსი გადატანილი, რადგან გასულ დღეებში ტემპერატურა უფიქსირდებოდათ. ამ დროისთვის ვანში ბლოკ-პოსტებია მოწყობილი და მოქალაქეებს ამოწმებენ.

დღის ამბები