02 მაისი 2024,   14:16
ვრცლად
სწორია სახელფასო სუბსიდირება, თუმცა არასწორია, როცა კომპენსაცია საარსებო მინიმუმზე ნაკლებია - დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს-მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ სახელფასო სუფსიდირება, როგორც მიმართულება, მისაღებია, თუმცა მისი თქმით, დახმარების მოცულობა და დარიგების ფორმა უსამართლობაა.

"დახმარება უნდა იყოს რეალური და არა ფორმალური. სწორია სახელფასო კომპენსაცია,თუმცა არასწორია, როდესაც ეს კონპენსაცია არის საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. არასწორია, როდესაც ეს კომპენსაცია არ მოიცავს თვითდასაქმებულებს, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებეს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს არის არაადეკვატური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიკრიბება - მსჯელობის თემაა უშემოსავლოდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარება - მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მას შემდეგ, რაც მოხდება უმუშევართა იდენტიფიცირება, მათ სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში 150 ლარით დაეხმარება.

ინფორმაცია თავდაპირველად საერთაშოირისო სავალუტო ფონდმა გაავრცელა. ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, ამ წუთებშ​ი მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

დღის ამბები