02 მაისი 2024,   11:15
ვრცლად
სახელმწიფო 800 000-მდე თვითდასაქმებულს, ფაქტობრივად, დახმარების გარეშე ტოვებს - რომან გოცირიძე

სახელმწიფოს ინიციატივაზე, რაც სახელფასო სუბსიდირებას გულისხმობს, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ეს არ არის კეთილგონიერად გადადგმული ნაბიჯი, ხოლო მინისტრების განცხადებები ამ კონკრეტულ დახმარებაზ მხოლოდ ფუჭი ფრაზებია.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ბიუჯეტი და ზუსტად გაიწეროს რამდენ ადამიანს დაეხმარება.

"ეს იმას ნიშნავს, რომ 800 000-მდე თვითდასაქმებულს ფაქტობრივად დახმარების გარეშე ტოვებს. მთავრობას დღესვე შეუძლია დაეხმაროს სახლში დარჩენილ ადამიანებს. სასწრაფოდ არის მისაღები ბიუჯეტი, რადგან ბიუჯეტში ვერავის მოატყუებენ. დღეს ჩვენ რაც გვესმის, ეს არის ფუჭი ფრაზები,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივის მიხედვით მას შემდეგ რაც მოხდება უმუშევრად დარჩენილი ადამიანების იდენტიფიცირება, მათ სახელმწიფო 6-ი თვის განმავლობაში 150 ლარით დაეხმარება.

დღის ამბები