02 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
საქართველოს ტურიზმის 50 მინისტრი ეწვევა, რაც დიდი მოვლენაა სფეროს განვითარებისთვის - ზურაბ პოლოლიკაშვილი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, მისი ორგანიზაცია ცდილობს წევრ ქვეყნებს პანდემიის პერიოდის შემდგომ ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმაროს.

როგორც პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულის ეფექტურად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნების მთავრობებმა იაქტიურონ.

"ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ორი პროექტი, რომელზეც ვმუშაობთ ორ დიდ საფინანსო ორგანიზაციასთან. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენი მხრიდან იქნება გადაგმული არის, რომ დავეხმაროთ ქვეყნებს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. გვინდა რომ ყველა ქვეყანას და ეს დამოკიდებულია მთავრობებზეც და მათი მხრიდან აქტიურობაზე. ჩვენ გვინდა რომ დაეხმაროთ ქვეყნებს, რათა მეტი ინვესტიციები იქნას მოზიდული და უფრო განვითარდეს ტურიზმის სექტორი," - განმარტა პოლოლიკაშვილმა.

პოლოლიკაშვილისვე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მსოფლოს 50 ქვეყნის ტურიზმის მინისტრი ეწვევა.

"საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა. ჩვენ წევრ ქვეყნებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღმასრულებელი საბჭო ჩატარდეს საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს 50 ტურიზმის მინისტრი დაესწრება ამ შეკრებას. აქ წყდება ტურიზმში არსებული ძირითადი საკითხები. დაგეგმილი იყო ივნისში. თუმცა სამწუხაროდ ივნისში ვერ მოხერხდება პანდემიის გამო. მე ვვარაუდობ სექტემბრისთვის და ეს იქნება ყველაზე დიდი მოვლენა ტურიზმის სექტორში," - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

დღის ამბები