03 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
მესამე ეტაპზე გაიხსნება ის საცალო და საბითუმო მაღაზიები რომელთაც აქვთ ქუჩიდან დამოუკიდებელი შესასვლელი - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის გახსნის მესამე ეტაპზე გაიხსნება ის საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა) რომელთაც აქვთ ქუჩიდან დამოუკიდებელი შესასვლელი. ამასთან, გაიხსნება ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა. 

"მესამე ეტაპი, ეს გახლავთ საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რაც მნიშვნელოვანია, რომელთაც აქვთ ქუჩიდან დამოუკიდებელი შესასვლელი. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ მესამე ეტაპზე ჩვენ, დიდწილად, ვაჭრობას უკვე ვხსნით. ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა,"- განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები