03 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
საგანმანათლებლო დაწესებულებები ბოლო ეტაპზე გაიხსნება - რას მოიცავს ეკონომიკის გახსნის მე-4, მე-5 და მე-6 ეტაპები

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელშიც საუბარი იყო ასევე შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის გახსნის ეტაპებზეც. ეტაპები გახარიას თქმით, 2 კვირიანი შუალედებით განხორციელდება. 

"მეოთხე ეტაპი - უკვე სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქ საუბარია რესტორნების ღია სივრცეებზე და არა დახურულ სივრცეზე, ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპი - დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. 

მეექვსე ეტაპი - ყველაზე რთული და აქ უკვე დიდი მნიშვნელობა იქნება, როგორი იქნება ეპიდემიის გავრცელების დინამიკა, მეექვსე ეტაპი გახლავთ გასართობი სპორტული შემოქმედებითი საქმიანობა, აზარტული თამაშები, სასტუმროები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ყველა სხვა საქმიანობ,"-განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა თუ გეგმიური სამედიცინო მომსახურების აღდგენის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და ის ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები