26 აპრილი 2024,   22:17
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 168-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა - ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსდა. 

დღეს კლინიკებიდან 12 პაციენტი გაწერეს.

უცვლელია დაავადებულების რაოდენობა - კოვიდ 19-ს საქართველოში 511 ადამიანი ებრძვის.

ვირუსმა 6 ადამიანი იმსხვერპლა

კარანტინის რეჟიმში კი 5085 პირი იმყოფება. 

დღის ამბები