27 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
გიორგი გახარია მსოფლიო ბანკს და მის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ბანკს და საფინანსო ინსტიტუტის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

მსოფლიო ბანკის მიერ COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფას მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ twitter-ში ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

"მადლობას ვუხდი მსოფლიო ბანკს 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერისთვის. მეტიც, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას პროექტის - "Log In Georgia" ფარგლებში, რათა სოფლად 700-ზე მეტი ადგილი დავუკავშიროთ ინტერნეტს. ერთად დავძლევთ კრიზისს! მადლობა სებასტიან მოლინეუსს მისი ძალისხმევისთვის!" - წერს გიორგი გახარია twitter-ში.

 

 

დღის ამბები