27 აპრილი 2024,   06:54
ვრცლად
ფესტივალი 11 წლიანი ისტორიით - Tbilisi Open Air 2020 კვლავ მასშტაბური მუსიკალური ზეიმი იქნება

პანდემიის ფონზე ახლა ამის წარმოდგენა რთულია, თუმცა ფესტივალი 11 წლიანი ისტორიით - Tbilisi Open Air 2020 ჩატარდება. 

ფესტივალის ორგანიზატორები ამ ეტაპზე მხოლოდ თარიღის ცვლილებაზე საუბრობენ, თუმცა არ შეიცვლება შინაარსი და ფორმატი, დაზუსტებული პროგრამა კი, 25 ივნისს გამოცხადდება.

როგორც ორგანიზატორები აანონსებენ, ფესტივალი ტრადიციულად სრულყოფილი და მასშტაბური მუსიკალური ზეიმი იქნება, სწორედ ისეთი, როგორსაც მსმენელი და მაყურებელია მიჩვეული.

ცნობილია ლოკაციაც - Lisi Wonderland ის ადგილია, სადაც ფესტივალის საუკეთესო არტისტები და მუსიკალურ ჯგუფები იქნებიან წარმოდგენილი. 

COVID-19-ის გამო იცვლება ღონისძიების თარიღი - განიხილება ფესტივალის სექტემბრის მეორე ნახევრისთვის გადადება, თუმცა ეს მაინც პანდემიაზეა დამოკიდებული.

ამ დროისთვის, დროებით შეჩერებულია აბონიმენტების გაყიდვა, მათ კი ვისაც უკვე შეძენილი აქვს ბილეთები,  ფესტივალის მესვეურებმა განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადეს - უკლებლივ ყველა მყიდველს დამატებით ფესტივალის 10-წლიანი საშვი გადაეცემა.

TBILISI OPEN AIR ერთადერთი ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ის დღემდე რჩება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კულტურულ მოვლენად, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 50 000-მდე ადამიანი ესწრება, მათ შორის — 5 000-მდე ტურისტი.

დღის ამბები