10 მაისი 2024,   22:20
ვრცლად
9 ქართველი მეზღვაური ისევ ტყვეობაში რჩება

9 ქართველი მეზღვაური ტყვეობაში რჩება, მათი ადგილსამყოფელი უცნობია. ნიგერიის ეკონომიკურ ზონაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს, მეკობრეები თავს 30 აპრილს დაესხნენ. გატაცებული 10 მეზღვაურიდან 9 საქართველოს მოქალაქეა.

გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ.

პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ახალი ის არის, რომ ჯანმრთელად არიან ყველანი. დანარჩენი ჩვენთვის უცნობია, იმიტომ, რომ იცით იქ მუშაობს კრიზისული კომპანია. გაგვაგებინებენ ყველაფერს, თუ რამე ახალი იქნება," - განაცხადა ერთ-ერთმა ახლობელმა.

დღის ამბები