27 აპრილი 2024,   04:29
ვრცლად
მოითხოვენ, რომ მართლმსაჯულებაში ჩავერიოთ და გამოვუშვათ მათ მიერ პოლიტპატიმრებად წოდებული ადამიანები -  მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებაზე

იყო თუ არა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი თემა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლება - პოლიტიკური ოპონენტების განცხადებაზე, რომ ასეთი შეთანხმება არსებობდა, პასუხის გაცემა მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს მამუკა მდინარაძეს "ღამის კურიერის" ეთერში მოუწია. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით,საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ, ხელისუფლება კი შეთანხმებას ასრულებს და მართლმსაჯულებაში არ ერევა:

"ბოლო რამდენიმე შეხვედრა იყო, რომელსაც მხოლოდ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ დანარჩენ ყველა შეხვედრას მეც ვესწრებოდი და ნამდვილად ვიცი ბოლო შეხვედრებზეც მათ შორის რა მოხდა, რაზე იყო საუბარი. თქვენ როგორ გგონიათ, შეხვედრის რომელიმე მონაწილემ ან წერა არ იცოდა თუ კითხვა არ იცოდა, რომელიმეს უცოდინარობას დავაბრალებთ? ხომ წერია შავით თეთრზე, რაზეც შეთანხმება შედგა, ერთი - 120/30 სისტემა და მეორე ის რომ პოლიტიკური მდგენელი, პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ანუ ჩვენ ახლა გვიმტკიცებენ, რომ ამაზე კი არ შედგა შეთანხმება, აბსოლუტურად პირიქით, რომ უნდა ჩავერიოთ და გამოვუშვათ მათ მიერ პოლიტპატიმრებად წოდებული ადამიანები, მათ შორის ადამიანი რომელმაც 48 მილიონი მოიპარა, წაიღო და თავის პარტიას მოახმარა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურებაზე  კი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ისინი აქცენტს შეთანხმების შესრულებაზე აკეთებენ, რაც სრულდება კიდეც. 

მდინარაძის თქმით, ოპონენტები ბრალდების კანონიერებაზე საუბრის ნაცვლად, რომელიც სასამართლოს მიერაა დადგენილი, პოლიტიკურ მოტივებზე აკეთებენ განცხადებებს. 

დღის ამბები