27 აპრილი 2024,   04:29
ვრცლად
ხარაგაულში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 35 თანამშრომლის ნიმუში შესამოწმებლად ლაბორატორიაში გაიგზავნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 35 თანამშრომელს კორონავირუსზე ანალიზები აუღეს და კვლევის შედეგებს ელოდებიან.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, ანალიზები გადაგზავნილია დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში და კვლევის შედეგები 8 მაისს გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მაღალი რისკის ჯგუფშია, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი ტესტირებას პერიოდულად გაივლიან.

დღის ამბები