26 აპრილი 2024,   23:02
ვრცლად
დაუჭერს თუ არა მხარს პრეზიდენტი არჩევნებში "ქართულ ოცნებას" - "ხალხმა ამირჩია, როგორც ზეპარტიული"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ იმედი აქვს, მოახლოებულ არჩევნებში არანაირი როლი არ ექნება.

რაც შეეხება წამყვანის კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას", ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "არა". 

"თქვენ ახსენეთ კონსტიტუცია და ამით დავიწყეთ საუბარი, თუ რა მითხრა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე დღეს. ცხოვრებაში, მე ასე მესმის - შეიძლება, ვიღაცამ დაგიჭიროს მხარი და ამის მადლიერი უნდა იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს შეცვლის შენს ქმედებებს იმ ახალ ფუნქციაში, რომლისთვისაც შენ ხალხმა აგირჩია. ხალხმა ამირჩია, როგორც ზეპარტიული, როგორც მიუკერძოებელი ადამიანი, რომელიც კონსტიტუციის და სტაბილურობის გარანტი უნდა გახდეს ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების. ამისთვის ვარ, ყველა ნაბიჯი, რომელიც გადავდგი ქვეყანაში არჩევნების შემდგომ, იყო ამისკენ მიმართული. არა მგონია, რომ რომელიმე პარტიული ნაბიჯი გადამედგას და ასე გავაგრძელებ.

იმედი მაქვს, არანაირი როლი არ მექნება არჩევნებში, თუ ყველაფერი ისე წავიდა არჩევნებისკენ, როგორც მე იმედი მაქვს და ვხედავ, რომ შეიძლება დაწყნარდეს სიტუაცია, არანაირი როლი. თუ რამე აირია, შეიძლება და იმედი მაქვს დიდი, რომ ეს ასე არ მოხდება. მჯერა კიდევაც რომ არ მოხდება, გავიარეთ ყველაზე გრძელი ნაწილი ამ გზის და მივალთ ბოლომდე,"- განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები