06 მაისი 2024,   04:09
ვრცლად
აშშ-ის სენატმა ჯო ბაიდენის შვილის მოწმის სახით გამოკითხვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა ჯო ბაიდენის შვილის მოწმის სახით გამოკითხვას მხარი დაუჭირა. ამ დროიდან კომიტეტის რესპუბლიკელ თავმჯდომარეს რონ ჯონსონს უფლება აქვს მოწმედ გამოიძახოს ჰანთერ ბაიდენი.

სენატის გამოძიების მიზანია გაირკვეს, ხომ არ ახდენდა ობამას ადმინისტრაციის ჩინოვნიკებზე გავლენას, უკრაინული ენერგოკომპანია Burisma აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვაჟის, ჰანთერ ბაიდენის დახმარებით.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, 2016 წელს, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 1 მილიარდი დოლარის დახმარების შეფერხების მუქარით უკრაინის გენპროკურორის მოხსნას მოითხოვდა. ყოფილმა გენპროკურორმა ბაიდენს 2020 წლის თებერვალში უკრაინის სასამართლოში უჩივლა.

  

დღის ამბები