26 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
ავიაკატასტროფა პაკისტანში - თვითმფრინავი მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა

"პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების" კუთვნილი Airbus A320, რომელიც ქალაქ ლაჰორიდან მიფრინავდა, კარაჩიში, მჭიდროდ დასახლებულ ზონაში ჩამოვარდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ბორტზე 91 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე 11 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა შიშობენ, მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას სულ მცირე 1 მგზავრი გადაურჩა.  

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ავიაკატასტროფა თვითმფრინავის ტექნიკურმა გაუმართაობამ განაპირობა. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის თქმით, "დამწუხრებული და შოკირებულია" მომხდარის გამო. ის პირობას დებს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზებს სწრაფად გამოიძიებენ. 

კორონავირუსის გამო კომერციულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა პაკისტანში რამდენიმე დღის წინ გაუქმდა. ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობა რამადანის დასრულების აღსანიშნავი საზეიმო რიტუალებისთვის ემზადება, რის გამოც ბევრი ადამიანი შინ - სოფლებსა თუ ქალაქებში ბრუნდება. 

დღის ამბები