27 აპრილი 2024,   06:59
ვრცლად
დღეს გახდება ცნობილი, როდის გამოცხადდება ბესიკ თამლიანის საქმეზე განაჩენი

ბესიკ თამლიანის საქმე - განაჩენის გამოცხადების კონკრეტული თარიღი, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

"დარჩენილია დაცვის მოწმეების დაკითხვის ეტაპი. როგორც კი ეს დასრულდება, სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება გამამართლებელი იქნება. არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არის, რომელიც იმ ბრალდებას, რაც მას წაყენებული აქვს პროკურატურის მიერ," - განაცხადა ბესიკ თამლიანის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა.

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 4 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. მან საპატიმრო მარტის ბოლოს დატოვა. გამოძიება თამლიანს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევაში, ასევე მათზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

დღის ამბები