26 აპრილი 2024,   22:58
ვრცლად
ტურიზმის ახმუშავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა უსაფრთხოდ უნდა მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები - ნათია მეზვრიშვილი

რა წესების დაცვა მოუწევთ ტურისტებს საქართველოში შემოსასვლელად - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ტურიზმის ამუშავება ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა საერთაშორისო ტურისტები პირველ რიგში უსაფრთხოების დაცვის უნდა მივიღოთ. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის სააგენტოს მიერ სპეციალური რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება აუცილებლად მოხდება.

"ჩვენ როდესაც ვთქვით, რომ შიდა ტურიზმი გაიხსნება 15 ივნისიდან, საერთაშორისო ვიზიტორებს ექნებათ 1 ივლისიდან შემოსვლის შესაძლებლობა, ამოსავალი ჩვენთვის იყო უსაფრთხოების ზომების დაცვა. ტურიზმის ამუშავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა ამოსავალი არის ის, რომ უსაფრთხოდ მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები. 

ეს ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავებულია უკვე ეკონომიკის სამინისტროს მიერ და ტურიზმის სააგენტოს მიერ, რომელიც შეეხება სასტუმროებს, გიდებს, განთავსების ობიექტებს, სატრანსპორტო საშუალებებს, რომლითაც გადაადგილება უნდა მოხდეს და საერთოდ ამ სფეროსთვის რაც არის აუცილებელი და საჭირო. სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნება დადგენილი. აქტიურ ფაზაშია უკვე ეს ყველაფერი შესული და საზოგადოებას დეტალურ გაიდლაინებსა და რეკომენდაციას მივაწვდით. 

მათ შორის, ეს ინფორმაცია იცვლება შესაბამის სახელმწიფოებთანაც, საიდანაც ტურისტები უნდა შემოვიდნენ. იცვლება მნიშვნელოვნად მოცემულობა ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვესმის, რომ ეს ყველაფერი ტურისტულ ბიზნესთან და კერძო სექტორისთვის რაღაც შეზღუდვებთან არის დაკავშირებული და დისკომფორტთან, ამიტომ ეს პროცესი მაქსიმალურად წარიმართა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ფაქტიურად 50%-იანი მონაწილეობით. მათი რეკომენდაციები და წუხილები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული," - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

დღის ამბები