27 აპრილი 2024,   00:19
ვრცლად
COVID-19-ის სამკურნალოდ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის პლაქვენილის ტესტირება შეწყდა

კორონავირუსის მაჩვენებლმა მსოფლიოში 5 მილიონ ნახევარს გადააჭარბა. პანდემიის ცენტრი ისევ შეერთებული შტატებია, სადაც დაღუპულთა რიცხვი 100 ათასს უახლოვდება.

კოვიდინფიცირებულების რაოდენობით მეორე ადგილზეა ბრაზილია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფექცია 13 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა და 806 დაიღუპა.

ისლანდიაში უკვე შესაძლებელია 200-მდე ადამიანის შეკრება. ქვეყანაში იხსნება ღამის კლუბები და სპორტული დარბაზები.

ამის ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მეორე ტალღის საშიშროების შესახებ აფრთხილებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების შენარჩუნება, ტესტირება და კომპლექსური სტრატეგია უნდა განაგრძონ.

ორგანიზაციისვე გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, COVID-19-ის სამკურნალოდ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის, პლაქვენილის ტესტირება შეწყდა.

ისევ რთული ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. მონაცემები ყოველდღიურად მატულობს რუსეთსა და თურქეთში. რუსეთში ბოლო 24 საათში 174 ადამიანი დაიღუპა. სომხეთში კი გასულ დღე-ღამეში 6 გარდაიცვალა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 87-ს მიაღწია. აზერბაიჯანში ლეტალური შემთხვევების რიცხვი გაიზარდა 51-მდე. 

დღის ამბები