27 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
დიღმის ჭალების მიწების გაყიდვის შეჩერების მოთხოვნით "ლელომ" თბილისის საკრებულოს მიმართა

"ლელომ" თბილისის საკრებულოს მიმართა. პარტიის წარმომადგენლები დიღმის მაცხოვრებლებთან ერთად დიღმის ჭალების მიწების გაყიდვის შეჩერებას მოითხოვს. მოსახლეობის თქმით, მშენებლობა გარემოს მნიშვნელოვნად დააზიანებს, ამიტომ საკრებულომ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

"ლელო საქართველოსთვის" მოუწოდებს ხელისუფლებას და სახელმწიფო სამსახურის ყველა წარმომადგენელს, გადადგას ნაბიჯი, რათა შეჩერდეს ტერიტორიაზე სამუშაოები, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ნაკისრ ვალდებულებებს და გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებს," – განაცხადა "ლელო საქართველოსთვის" წევრმა ანა ბიბილაშვილმა.

დღის ამბები