27 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
საქართველოს პრემიერი პარლამენტში მივიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. მთავრობის მეთაური პარლამენტში კანონმდებლების წინაშე ამჯერად ​ინტერპელაციის წესით, ოპოზიციის მოთხოვნით არის მისული.

როგორც უკვე ცნობილია, ოპონენტების მთავარი კითხვები ისევ ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმას შეეხება. 

შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში 2 დღის წინ სამი თვის ანგარიში წარადგინა, პლენარული სხდომა 11 საათს გაგრძელდა.

გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში მისვლა უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ, ივნისის თვეში მოუწევს, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს. 

დღის ამბები