27 აპრილი 2024,   00:10
ვრცლად
მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?! - გიგა ბოკერია პრემიერს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მოუწოდა, რომ ოპოზიციასთან საუბრისას და ზოგადად, პარლამენტში გამოსვლისას პატივისცემა გამოიჩინოს.

აღნიშნული  ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"ბატონო პრემიერო, დღეს დილიდან ეს რაღაცა კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის?! თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ. ვინ წაგახალისათ ძალიან მაინტერესებს. მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?! თქვენ პატივს სცემთ ვინც გამცირებთ, ეგ არის თქვენი კრედო?! დრო გჭირდებათ მეტი, პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან, თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში და მერე კრიზისი იყოს და ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი. დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ ხო?! ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ და გვერდზე რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ ხომ?! კონსტიტუცია "მკიდია" და თქვენი მთავრობაო, იმასთან უნდა დაწვეთ ხომ და ცივილიზებულ ოპოზიციასთან აქ დიდ გულზე იყოთ, ეგ არის რაც ქვეყანას გამოადგება თქვენი აზრით?! ტონი შეიცვალეთ, იქნებ რაღაც გაიგოთ და რაღაცა ნაკლები სისულელე ქნათ შემდგომში, რომელიც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ, თორემ მე თქვენი რეპუტაცია არ მაღელვებს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.  

დღის ამბები