27 აპრილი 2024,   01:29
ვრცლად
ჩემო "ევრონაცებო," ჩემო 3 პროცენტიანებო, ტკბილ პოლიტიკურ პენსიას გისურვებთ 2020 წლის ოქტომბრიდან - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ გახარიას პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა. მან ასევე ოპონენტებს მიმართა და ძირითადად საპენსიო ფონდზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ბოლო პერიოდში ოპოზიციას ამოჩემებული აქვს. 

ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს ურჩია, საპენსიო ფონდში დანაზოგი გააკეთონ და სიბერეში ცხოვრება ამით მაინც უფრო ტკბილი გახადონ. 

"მადლობა პრემიერს, ჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ მისი გამოსვლა იყო მასტერკლასი. დღეს კი ეს იყო ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერმა ოპოზიციას. 

მინდა ყურადღება გავამახვილო საპენსიო ფონდზე, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ამოჩემებული აქვთ. საპენსიო ფონდი არის არა ჩვენს მიერ მოგონილი, არამედ ის, რაც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედებს. ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო პრინციპული გადაწვეტილება, რომ საქართველოში ნამდვილი საპენსიო სისტემა დანერგოს.

მოგიწოდებთ, რომ პირველ რიგში გაუფრთხილდეთ ამ საპენსიო ფონდსა და რეფორმას, გეტყვით რატომაც - თქვენ რეალურად გაიმწარეთ ახალგაზრდობა, ჯერ ხელისუფლებაში იყავით მთელი 9 წელი და ეს პერიოდი სრული ფიასკოთი დაასრულეთ. ამის გარდა თქვენ ბევრ სხვასაც გაუმწარეთ ახალგაზრდობა, მაგრამ თქვენც არანაკლები სიმწარე მიიღეთ. როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს 30%-იანი სიღარიბით ამთავრებ, როდესაც ამთავრებ იმ სახელით, რომ აწამებდი პატიმრებს, როდესაც თავი მხოლოდ ბიზნესის რეკეტით გამოიჩინეთ და ასევე, როდესაც თავი გამოიჩინეთ იმით, რომ მტერს ჩააბარეთ ჩვენი ტერიტორიების 20%, სწორედ ეს ყველაფერი ნიშნავს თქვენი ახალგაზრდობის გამწარებას. უკვე 6 არჩევნები მოგიგეთ და წელსაც იმავეს ვიზამთ. 

რაც შეეხება საპენსიო ფონდის გაფრთხილებას, რომელსაც მე გირჩევთ, თუ შეიტანთ ამ ფონდში შენატანს, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი. 

ჩემო "ევრონაცებო", ჩემო 3 პროცენტიანებო, ტკბილ პოლიტიკურ პენსიას გისურვებთ 2020 წლის ოქტომბრიდან,"- მიმართა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას. 

დღის ამბები