27 აპრილი 2024,   00:39
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობასა და ოპოზიციას მოუწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში აქტიურად ჩაერთონ

საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტი პირველი მოსმენით, სავარაუდოდ ივნისის ბოლოს იმსჯელებს. ზუსტად 3 დღეში კი სახალხო განხილვები იწყება. იქამდე პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა - ჩაერთონ პროცესში და ითანამშრომლონ. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს დაეხმარება ხელისუფლებას ჩატარდეს მაქსიმალურად დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები.

"მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდო ოპოზიციას და ასევე, ვთხოვო ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, კონსტრუქციულ პროცესში, თანამშრომლობის ფორმატში. გთხოვთ, მაქსიმალურად მიიღოთ მონაწილეობა, როგორც საჯარო განხილვებში, ასევე საკომიტეტო განხილვებში და პლენარული სხდომის ფორმატში, რათა საბოლოო ჯამში, ჩვენ რაც შეიძლება ფართო შეთანხმებით მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს, რომელზეც რეალურად პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები