27 აპრილი 2024,   00:04
ვრცლად
რა თანხით განისაზღვრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნა - საკითხს კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ

ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტები აქტიურად მუშაობენ პროექტზე, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს.

მმართველი გუნდის ინიციატივის დაჩქარებული წესით შემუშავება, კოლეგებს გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ მოსთხოვა. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ჯარიმები მაქსიმალურად ლოგიკური უნდა იყოს.

"ჯარიმები უნდა იყოს ლოგიკური და ადეკვატური. ჯარიმებამდე კი უნდა იყოს გამართული სისტემა. გვინახავს უცხოეთში სხვადასხვა რესტორანში, სადაც არ შეიძლება ერთად დაჯდომა, დიდ თოჯინას დასვამენ ხოლმე. აუცილებლად უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი დაბალშემოსავლიანი ადამიანები ნიღბებით," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 

ოთარ კახიძე განმარტავს, რომ ჯერ უკვე გამოწერილი ჯარიმების საკითხია მოსაგვარებელია და შემდეგ ახალი სისტემის დახვეწა.

"ჯარიმების შეფარდება და კანონის აღსრულება შერჩევითად ხდებოდა. შესაბამისად, "ევროპული საქართველო" ითხოვს, უკვე გამოწერილი არაგონივრული ჯარიმების გაუქმებას. ხოლო სამომავლოდ, კანონი, რა თქმა უნდა, დასახვეწია," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე. 

დღის ამბები